Popular posts from this blog
დღე მერვე
მერვე დღეს განვიხილეთ მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, სადაც მიმოვიხილეთ მაღალი დონის სააზროვნო კითხვების დასმით მოსწავლეთა წახალისება და ჩართულობის ამაღლება. განვიხილეთ აქტივობა 1. ფასილიტაციის რესურსების შექმნა სადაც გადმოვიწერეთ დამხმარე რესურსები, როგორიცაა სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი. მოვახდინეთ თითოეულის მიმოხილვა. განვიხილეთ აქტივობა 2. წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ პროექტის მახასიათებლები, პროექტის დაგეგმვის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა. განვიხილეთ აქტივობა 3. რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად, ტრენერთან ერთად შევაჯამეთ ჩვენს მიერ შესრულებული სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. ტრენინგითა და ტრენერით ვარ ძალიან კმაყოფილი.
დღე მეექვსე
გრძელდება ტრენინგი,ყოველღე ვეცნობით ახალ სიახლეებს, ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო და ბევრის მომცემი ხდება. მეექვსე დღეს განვიხილეთ მოდული 5. მოსწავლის პროექტების შეფასება აქტივობა 1: შეფასების სტრატეგიების განხილვა, სადაც განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, ხოლო აქტივობა2: განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების სხვადასხვა ფორმა. ტრენერი ყველა მსმენელს თანაბრად აქცევს ყურადღებას, გვეხმარება მასალის გააზრებულად დასწავლაში. რესურსების ჩამონათვალში დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები.
Comments
Post a Comment