დღე მერვე

მერვე დღეს განვიხილეთ მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, სადაც მიმოვიხილეთ მაღალი დონის სააზროვნო კითხვების დასმით მოსწავლეთა წახალისება და ჩართულობის ამაღლება. განვიხილეთ აქტივობა 1. ფასილიტაციის რესურსების შექმნა სადაც გადმოვიწერეთ დამხმარე რესურსები, როგორიცაა სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი. მოვახდინეთ თითოეულის მიმოხილვა. განვიხილეთ აქტივობა 2. წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ პროექტის მახასიათებლები, პროექტის დაგეგმვის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა. განვიხილეთ აქტივობა 3. რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად, ტრენერთან ერთად შევაჯამეთ ჩვენს მიერ შესრულებული სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. ტრენინგითა და ტრენერით ვარ ძალიან კმაყოფილი. 

Comments

Popular posts from this blog

დღე მეექვსე