Posts

დღე მერვე

მერვე დღეს განვიხილეთ მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, სადაც მიმოვიხილეთ მაღალი დონის სააზროვნო კითხვების დასმით მოსწავლეთა წახალისება და ჩართულობის ამაღლება. განვიხილეთ აქტივობა 1. ფასილიტაციის რესურსების შექმნა სადაც გადმოვიწერეთ დამხმარე რესურსები, როგორიცაა სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი. მოვახდინეთ თითოეულის მიმოხილვა. განვიხილეთ აქტივობა 2. წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ პროექტის მახასიათებლები, პროექტის დაგეგმვის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა. განვიხილეთ აქტივობა 3. რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად, ტრენერთან ერთად შევაჯამეთ ჩვენს მიერ შესრულებული სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. ტრენინგითა და ტრენერით ვარ ძალიან კმაყოფილი. 

დღე მეშვიდე

მეშვიდე დღეს განვიხილეთ მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის განვიხილეთ და მოვახდინეთ კოლეგის მიერ ატვირთული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციას შეფასება კომენტარებით, მოვახდინეთუკუკავშირი. განვიხილეთ აქტივობა1. ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება, სადაც გავეცანით დავალებების განაწილებას სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულე-ნოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის. განვიხილეთ აზროვნების უნარების კონცეფ-ციები ბლუმისა და მარზონის ტაქსონომიის და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის მიხედვით. შევავსეთ ტესტი კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ აქტივობა 2. თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში სამივე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურისათვის. განვიხილეთ აქტივობა 3. მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მოსწვლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია

დღე მეექვსე

გრძელდება ტრენინგი,ყოველღე ვეცნობით ახალ სიახლეებს, ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო და ბევრის მომცემი ხდება. მეექვსე დღეს განვიხილეთ მოდული 5. მოსწავლის პროექტების შეფასება აქტივობა 1: შეფასების სტრატეგიების განხილვა, სადაც განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, ხოლო აქტივობა2: განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების სხვადასხვა ფორმა. ტრენერი ყველა მსმენელს თანაბრად აქცევს ყურადღებას, გვეხმარება მასალის გააზრებულად დასწავლაში. რესურსების ჩამონათვალში დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

დღე მეოთხე-მეხუთე

განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მოვახდინეთ გააზრება. მოვახდინეთ შეფასების ფორმების განხილვა. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. შევადგინეთ პრეზენტაციის ფორმა პოვერპოინტში. გამოირთო შუქი, ამიტომ ვერ შევძელით მეცადინეობის რეფლექსიის ატვირთვა და ავტვირთეთ დღეს. მეხუთე დღე- მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია და მისი ჩაშენება, გავეცანით საავტორო უფლებებს. შევავსეთ ტესტი, ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნაზე. დავალებად მოგვეცა კოლეგის პროექტის შეფასება და უკუკავშირის გაკეთება. ტრენინგი იყო საინტერესო, საქმიანი, ვისწავლე ბევრი რამ.

დღე მესამე რეფლექსია

განვიხილეთ მოდული 2-ის მეორე და მესამე აქტივობა, რომელიც ითვალისწინებდა პროექტთან  სტანდარტის  შესაბამისობას და მიზნის ფორმულირებას. განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, სადაც წყვილებში პრაქტიკულად ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენაზე. განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიაში შეტანილი ცვლილებები. ბლოგზე ვისწავლეთ ელექტრონული პორთფოლიოს შექმნა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიაახლეები განვათავსე ჩემს პროექტში.